მოცემული კურსის განმავლობაში, Motion Design - ში, ყველაზე პოპულარული პლატფორმით, რომელცას GSAP - ი წარმოადგენს, ააწყობთ თანამედროვე, ინდუსტრიის დონის ვებ-გვერდს, როგორიც არის - GTA VI

მოცემული კურსი საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ ისეთი პოპულარული პლატფორმა როგორიცა არის GSAP - ი. GSAP - ი თანამედროვე Frontend Development - ში წარმოადგენს Motion Design - ის მსოფლიო სტანდარტს. მისი გამოყენებით აწყობილი ბევრი ვებ-გვერდი ხდება awwwards.com - ის გამარჯვებული.
ეს კურსი არ გასწავლით GSAP - ს გაბნეულად, სხვა და სხვა პატარა დემოებზე დაყრდნობით. არამედ გთავაზობთ ერთად თავმოყრილ, პრაქტიკულ ცოდნას რომელის შეძენა ხდება რეალურ, ინდუსტრიის დონის ვებ-გვერდის (GTA VI) აწყობით. ამ ვებ-გვერდის აწყობის დროს გამოიყენებთ ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს როგორიცაა: React, Tailwindcss და VITS.
ამ კურსის დამთავრების შემდეგ, გეცოდინებათ თუ როგორ ხდება, თვალ-წარმტაცი, თანამედროვე ვებ-ანიმაციების აწყობა და მათი სინქრონი ვებ-გვერდის სქროლზე. შეიძენთ იმ ცოდნას, რითაც თანამედროვე Frontend Development - ში, ხელოვნური ინტელექტის არსებობის ფონზე, ინდუსტრიის წამყვანი დეველოპერები გამოირჩევიან. საბოლოვოთ მიიღებთ თვქენი ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის სერთიფიკატს.
მოცემული კურსის განმავლობაში თქვენ ააწყობთ, თანამედროვე ინდუსტრიის დონის GTA VI - ის ვებ-გვერდს. მოცემული პროქტი გამოირჩევა თვალ-წარმტაცი თანამედროვე ანიმაციებით, რომელთა მეშვეობით, იგი ახდენს ისტორიის მოყოლას და ემოციის გადმოცემას მისი დათვალიერების დროს.
ამ პროექტის აწყობით თქვენ ისწავლით თუ როგორ შეიძლება ვებ-გვერდს, GSAP - ის მეშვეობით შესძინოთ ემოცია, რომელიც Motion Design - ში, მთავარ, საკვანძო საკითხს წარმოადგენს.
ეს იქნება პროექტი რომელიც თქვენს რეზიუმეში გამოირჩეულ ადგილს დაიკავებს და გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებს შორის.
მოცემულუ კურსი განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე ფლობს HTML/CSS - ის და React - ის საბაზისო ცოდნას. კურსი ორიენტირებულია GSAP - ზე და შესაბამისად არ მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების ნულიდან სწავლას.